 nan-ka  Nanka khetsuriani | 708 days ago Quote('1586598','1586598','5','2942')">Report spamქალი იმდენი წლის არის, რამდენისაც გამოიყურება. 30 წლის ზევით ქალბატონებს არ სიამოვნებთ ასაკთან დაკავშირებული შეკითხვები. დაფიქრდით რამდენჯერ შეგიმჩნევიათ რომ ერთი და იგივე ასაკის ქალბატონები სხვადასხვანაირად გამოიყურებიან, ზოგი 35 წლისას ჰგავს, ზოგიც 23 წლის გოგოს. ეს ორგანიზმის ბიოლოგიური ასაკია, რაც ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს. პროფესორი მაიკლ როიზენი თვლის, რომ ადამიანის ცხოვრების სტილი, დიდ როლს თამაშობს ორგანიზმის დაბერებაში. და თუ ადამიანი ჯანსაღი ცხოვრების რითმით ცხოვრობს, ის 50 წლის ასაკში 25 წლის ახალგაზრდასავით გამოიყურება. არაფერი არ არის შეუძლებელი, თქვენ ნებისმიერი ასაკიდან შეგიძლიათ დაიწყოთ ბრძოლა სიბერესთან. აი რას გვთავაზობს მაიკლ როიზენი:1, პომიდვრის ტომატის რეგულარული მოხმარება საკვებში (სოუსი, მოხარშული ტომატი), საშუალებას აძლევს მამაკაცებს გაახალგაზრდავდნენ 1,9 წლით, ხოლო ქალებს 0,8 წლით;2, ყოველდღიური ხარისხიანი სექსი სტაბილურ პარტნიორთან, საშუალებას აძლევს ადამიანს გაახალგაზრდავდეს 2 დან 8 წლამდე;3, 30 წუთიანი ყოველდღიური სეირნობა ფეხით, სუფთა ჰაერზე, საშუალებას აძლევს ადამიანს გაახალგაზრდავდეს 1,6 წლით;4, ფიზიკური დატვირთვა კვირაში 30 წუთი, საშუალებას აძლევს ადამიანს გაახალგაზრდავდეს 1,7 წლით;5, შოკოლადი (მცირე დოზით) ყოველდღიურად საშუალებას აძლევს ადამიანს გაიხანგრძლივოს სიცოცხლე 1,3 წლით;6, ჯანსაღი კვება საშუალებას აძლევს ადამიანს გაიხანგრძლივოს სიცოცხლე 3,4 წლით;7, ყოველდღიურად 5 განსხვავებული ხილის მიღება, საშუალებას აძლევს ადამიანს გაიხანგრძლივოს სიცოცხლე 1,4 წლით;8, ყოველდღიურად 1 უნცია (1გრ.=0,0353 უნციას) ნებისმიერი თხილის ან ნიგვზის მიღება, საშუალებას აძლევს ადამიანს გაიხანგრძლივოს სიცოცხლე 3 წლით;9, ხშირად იკვებეთ მოხარშული ან ორთქლზე დამზადებული თევზით, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს გაიხანგრძლივოს სიცოცხლე 3 წლით;10, საკვებთან ერთად ბალანსირებული ვიტამინების მიღება, საშუალებას აძლევს ადამიანს გაახალგაზრდავდეს 3,3 წლით;11, სიცილი საგრძნობლად ახანგრძლივებს სიცოცხლეს, დაახლოვებით 1,7 დან 8 წლამდე;12, ფოლიუმის მჟავის მიღება, ვიტამინებთან ან საკვებ დანამატებთან ერთად, საშუალებას აძლევს ადამიანს გაიხანგრძლივოს სიცოცხლე 1,2 წლით;13, ყოველდღიური მიღება, ვიტამინის B6, საშუალებას აძლევს ადამიანს გაიხანგრძლივოს სიცოცხლე 0,4 წლით;14, კალცის და კალცით მდიდარი საკვების მიღება, საშუალებას აძლევს ადამიანს გაიხანგრძლივოს სიცოცხლე 0,5 წლით;15, პირის ღრუს მოვლა, სტომატოლოგთან სიარული წელიწადში 2 ჯერ, პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით, საშუალებას აძლევს ადამიანს გაიხანგრძლივოს სიცოცხლე 6,4 წლით;16, აუცილებლად ისადილეთ ყოველ დილით, ეს საშუალებას აძლევს ადამიანს გაიხანგრძლივოს სიცოცხლე 1,1 წლით;17, ხელების ხშირი დაბანვა, და კარგად გასუფთავებული საკვები, საშუალებას აძლევს ადამიანს გაიხანგრძლივოს სიცოცხლე 0,4 წლით;18, ჯანსაღი ძილი, დღე-ღამეში, 7 საათი ქალბატონებისთვის, 8 საათი მამაკაცებისთვის, საშუალებას აძლევს ადამიანს გაიხანგრძლივოს სიცოცხლე 3 დან 12 წლამდე;19, აუცილებელია მშვიდი ცხოვრება. ძლიერი სტრესი ამცირებს სიცოცხლისუნარიანობას 32 წლით;20, ნორმალური წონის შენარჩუნება (ქალებისთვის იდეალურად ითვლება წონა, რომელიც მათ ქონდათ 18 წლის ასაკში. კაცებისთვის კი წონა, რომელიც ქონდათ 21 წლის ასაკში), ეს საშუალებას აძლევს ადამიანს გაიხანგრძლივოს სიცოცხლე 6 წლით;21, მცირე დოზებში ალკოჰოლის ყოველდღიური მიღება (თუ არ ხართ მასზე დამოკიდებული), საშუალებას აძლევს ადამიანს გაიხანგრძლივოს სიცოცხლე 1,9 წლით; ამ ცხრილით პროფესორი მაიკლ როიზენი გირჩევთ, დაუყოვნებლივ დაიწყოთ თქვენი ბიოლოგიური საათის ისრის მოძრაობის შენელება. თუ ყველა პუნქტის შესრულებას ვერ შეძლებთ, აირჩიეთ რამოდენიმე მათგანი, რომელიც ჯამში გაგიხანგრძლივებთ სიცოცხლეს 5 დან 8 წლამდე. მაგალითად ყველაზე მარტივი: 1, სადილი, ყოველ დილით; 2, ყოველდღიური სეირნობა ნახევარი საათით; 3, პომიდვრის ტომატის მიღება სხვა საკვებთან ერთად; 4, ჯანსაღი ძილი; 5, სექსი. პროფესორი მაიკლ როიზენი თვლის, რომ ამ ხუთი პუნქტის გათვალისწინებით, საგრძნობ შედეგს უკვე ნახევარ წელიწადში მიიღებთ, ხოლო თუ ყველაფერს გაითვალისწინებთ და ზუსტად შეასრულებთ, საგრძნობ გაახალგაზრდავებას იგრძნობთ 2-3 წლის შემდეგ, ხოლო სიცოცხლე გაგიხანგრძლივდებათ 15-17 წლით. მასალა აღებულია www.wmj.ru დან
Comments: 0 Views: 122
|